DMO კვალიფიციური თანამშრომლების შესარჩევად ვაკანსიებს აცხადებს

სამეგრელო-ზემო სვანეთის დანიშნულების ადგილის მართვის ორგანიზაციამ (DMO), კვალიფიციური თანამშრომლების შესარჩევად ვაკანსიები გამოაცხადა.
ვაკანსიები გამოცხადებულია – აღმასრულებელი დირექტორის, ტურიზმის განვითარებისა და პროექტების მენეჯერის, მარკეტინგის და საზოგადოებასთან ურთიერთობის (PR) მენეჯერის და ფინანსური მენეჯერის პოზიციებზე. ვაკანსიების და მოთხოვნების შესახებ ინფორმაცია განთავსებულია HR.ge-ზე.
DMO-ს მიზანი, ტურიზმის მდგრადი განვითარების პრონციპების შესაბამისად, სამეგრელო-ზემო სვანეთში რეგიონული ტურიზმის განვითარება და მისი პოპულარიზაციაა. DMO ასევე ჩაატარებს რეგიონში ყველა ტურისტული ღირსშესანიშნაობის არსებული მდგომარეობის ანალიზს, შეიმუშავებს უნიკალურ ტურისტულ პროდუქტებს და დანერგავს ახალ მიდგომებს.
DMO სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის და USAID/Zrda-ს ინიციატივით, გასული წლის დეკემბერში დაფუძნდა. ორგანიზაციის დამფუძნებელია რეგიონში შემავალი ცხრა მუნიციპალიტეტი.



