ზუგდიდში სავარაუდოდ H1N1 ვირუსით კიდევ ერთი პაციენტი გარდაიცვალა
ზუგდიდში სავარაუდოდ H1N1 ვირუსით კიდევ ერთი პაციენტი გარდაიცვალა. ექიმების განცხადებით, 61 წლის მამაკაცი, რომელიც ზუგდიდის რეფერალურ საავადმყოფოში დაახლოებით ერთი კვირის წინ შეიყვანეს, ორმხრივი პნევმონია დაუდგინდა. პაციენტი მოგვიანებით თბილისის ერთ-ერთ ჰოსპიტალში გადაიყვანეს.
“ევექსის” კლინიკური დირექტორის, სულხან ორჟონიას განცხადებით, პაციენტს სისხლმბადი ორგანოების დაუზუსტებელი ავთვისებიანი სიმსივნე ჰქონდა ფილტვების დაზიანებით.
ერთკვირიანმა მკურნალობამ შედეგი არ გამოიღო და შუახნის მამაკაცი თბილისში გუშინ გარდაიცვალა. გარდაცვლილი მამაკაცის ცხედარი საკუთარ სახლში, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭაქვინჯში უკვე გადაასვენეს.


![ზუგდიდში კიდევ ერთი ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა [ფოტო]](https://api.stv.ge/uploads/2018/10/43567136_552319865218023_2349022175161221120_n.jpg)