სენაკის მუნიციპალიტეტში საავტომობილო გზების რეაბილიტაცია იწყება

სენაკის მუნიციპალიტეტში საავტომობილო გზების რეაბილიტაცია იწყება. ამის შესახებ ინფორმაციას სენაკის მერია ავრცელებს. ამავე ინფორმაციის თანახმად, ქალაქის ტერიტორიაზე ათამდე ქუჩაზე სარეაბილიტაციო სამუშაოები წლის ბოლომდე შესრულდება.
აღნიშნულ პროექტთან დაკავშირებით მერიამ ტენდერი გამოაცხადა, რომლის ჯამური ღირებულება 648 612 ლარს შეადგენს.
გეგმის მიხედვით, გზის რეაბილიტაცია მოხდება დემურიას (ყოფილი ქავთარაძის) ქუჩაზე, ლოლუას ქუჩის ჩიხები, ცხვიტავას ქუჩა, ტაბიძის ქუჩა – ცხაურის მოწყობა, ნაროუშვილის ქუჩა – ასფალტირება, თბილისის ქუჩის ზედა მონაკვეთი – რკინა-ბეტონის საფარის მოწყობა.




