სამეგრელოში საავტომობილო გზების სრული რეაბილიტაცია იწყება

სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარის სხვადასხვა მუნიციპალიტეტებში საავტომობილო გზების სრული რეაბილიტაცია იწყება. ამის შესახებ საქართველოს მთავრობის მიერ მიღებულ სპეციალურ განკარგულებაშია ნათქვამი. განკარგულებას ხელს პრემიერ მინისტრი, მამუკა ბახტაძე აწერს ხელს.
კონკრეტულად, გზების რეაბილიტაცია იგეგმება ზუგდიდში, ფოთსა და მარტვილში.
ქალაქ ზუგდიდში ლაზის ქუჩის 2.08 კილომეტრიანი გზის რეაბილიტაცია;
ზუგდიდი- ჯანაშიასა და ხელაიას ქუჩები – ჯამში 2კმ-იანი მონაკვეთი
ზუგდიდი – ჩიქობავას ქუჩის 1.65 კმ-იანი გზის მონაკვეთი;
ზუგდიდი – ბარამიას ქუჩის 1.25 კმ-იანი მონაკვეთის რეაბილიტაცია.
ზუგდიდი – ქობულეთის ქუჩის 0,5 კმ-იანი მონაკვეთის რეაბილიტაცია;
ზუგდიდი – ზვიად გამსახურდიას ქუჩის 1,48 კმ-იანი გზის რეაბილიტაცია;
ფოთი -რეკვავას ქუჩის 0.7 კმ-იანი გზის რეაბილიტაცია;
მარტვილის შემოვლითი საავტომობილო გზის 2 კმ-იანი გზის რეაბილიტაცია;
ზუგდიდის კონსტანტინე გამსახურდიას ქუჩის 2.5 კმ-იანი გზის რეაბილიტაცია;
ზუგდიდი -თამარ მეფის ქუჩის 2.1 კმ-იანი გზის რეაბილიტაცია;
ზუგდიდი – თაბუკაშვილის ქუჩის 1.5 კმ-იანი გზის მონაკვეთის რეაბილიტაცია;




