ინფრასტრუქტურული პროექტების საკითხებზე საჯარო შეხვედრა გაიმართა

მუნიციპალური ინფრასტრუქტურული პროექტების საკითხებზე და მოსალოდნელ შედეგებზე დემოკრატიული ჩართულობის ცენტრების ქსელის ზუგდიდის ოფისში საჯარო შეხვედრა გაიმართა.
შეხვედრაზე მუნიციპალიტეტში მიმდინარე და დაგეგმილ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე, კერძოდ, გზების, ხიდების, საბავშვო ბაღების, საზოგადოებრივი საპირფარეშოების, ახალი სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრის მშენებლობაზე, წყალმომარაგებისა და წყალარინების სისტემების მოწყობაზე ისაუბრეს. ასევე განიხილეს მუნიციპალური ტრანსპორტის საკითხი.
საჯარო დისკუსიას ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე მამუკა წოწერია, მოადგილეები ბესიკ ჭეჟია და თაზო ფაცაცია, მერის პირველი მოადგილე გიორგი შენგელია, საკრებულოს წევრები, არასამთავრობო ორგანიზაციის, მედიის წარმომადგენლები და თემით დაინტერესებული პირები ესწრებოდნენ.
შეხვედრა დემოკრატიული ჩართულობის ცენტრების ქსელის ზუგდიდის ოფისის ორგანიზებით გაიმართა და მისი მიზანია ადგილობრივი მოსახლეობის ჩართულობის გაზრდა თვითმმართველობის ორგანოთა საქმიანობებში




