ბესიკ ფარცვანია – ფოცხო ეწერის მოსახლეობას წყლის მიწოდება ერთ საათში სრულად აღუდგება

წალენჯიხის მუნიციპალიტეტის სოფელ ფოცხო ეწერერის მოსახლეობას წყლის მიწოდება გარკვეული ვადით შეეზღუდათ, რომელიც დღის ბოლომდე აღუდგებათ. ადგილზე წყალკანალის თანამშრომლები მუშაობენ.
წალენჯიხის მერის, ბესიკ ფარცვანიას განცხადებით, აღნიშნული პრობლემა დაკავშირებული იყო ენგურჰესის წყლის დონის ვარდნასთან.
“ენგურჰესის წყალსაცავის დონე არის დაბალ ნიშნულზე. აქედან გამომდინარე შეიქმნა პრობლემები, იმდენად რამდენადაც ფილტრაციის წყლები მიეწოდებოდა მოსახლეობას. თვითონ დებეტი არ იყო წყლის. ამწუთებშიც მუშაობენ სპეციალისტები. ჯვარის წყალსაცავი დროებით ჩავკეტეთ რამაც წყლის დონის მატების შედეგი მოგვცა. ასე რომ ერთ საათში მოსახლეობა სრულად იქნება სასმელი წყლით უზრუნველყოფილი. ზოგიერთ ოჯახს უკვე აღუდგა კიდევაც წყლის მიწოდება, მთლიანობაში კი დღის ბოლომდე უკვე აღდგენილი იქნება”-აცხადებს წალენჯიხის მერი ბესიკ ფარცვანია.




