ზუგდიდში მსხვილი ტექნიკის მაღაზიებმა ლიკვიდაცია გამოაცხადეს – “ევოპულმა საქართველომ” ბრიფინგი გამართა

“მძიმე ეკონომიკური ვითარება განსაკუთრებით რეგიონებში იგრძნობა და საბანკო რეგულაციების შემდეგ, თითქმის ყველა მსხვილი ტექნიკის მაღაზია იძულებული გახდა თვითლიკვიდაცია გამოეცხადებინა”- ამის შესახებ პარლამენტარმა ლელა ქებურიამ “ევროპული საქართველოს” ოფისში გამართულ ბრიფინგზე რამდენიმე წუთის წინ განაცხადა.
? მძიმე ეკონომიკური ვითარება განსაკუთრებით რეგიონებში იგრძნობა და საბანკო რეგულაციების შემდეგ, თითქმის ყველა მსხვილი ტექნიკის მაღაზია იძულებული გახდა თვითლიკვიდაცია გამოეცხადებინა? რეგიონებში ძალიან მნიშვნელოვანია თითოეული სამუშაო ადგილი და როდესაც მსგავსი მსხვილი კომპანიები იხურება და გადიან ბაზრიდან, ეს იწვევს სამუშაო ადგილების შემცირებას ➡️ ევროპული საქართველოს წევრის, ლელა ქებურიას ბრიფინგი
Gepostet von ევროპული საქართველო am Montag, 18. Februar 2019
ქებურიას განცხადებით, რეგიონებში ძალიან მნიშვნელოვანია თითოეული სამუშაო ადგილი და როდესაც მსგავსი მსხვილი კომპანიები იხურება და გადიან ბაზრიდან, ეს იწვევს სამუშაო ადგილების შემცირებას.




STV-მ ადგილზე გადაამოწმა არსებული ვითარება და ტექნიკის მაღაზიების უმრავლესობა ზუგდიდში დახურულია, ნაწილი კი მიმდინარე თვის ბოლოს იხურება. მაღაზიების თანამშრომლების განცხადებით მათ არსებობას აზრი არ აქვს იმ ფონზე, როცა მათ ფაქტიურად მომხმარებლები არ ჰყავთ.




