ზაალ ლატარიას წინააღმდეგ ჩვენება მისმა თანამებრძოლმა მისცა

ფარული კადრების გავრცელების საქმეზე დაკავებული ზაალ ლატარიას საკუთარი თანამებრძოლი, გორის მუნიციპალიტეტის მკვიდრი გიორგი კასრაძე გამოძიებას ჩვენებას აძლევს. კასრაძის განცხადებით სწორედ ზაალ ლატარიამ ჩაუგდო მას სოციალურ ქსელში ფარული ვიდეოკადრები.
აღნიშნული მოწმის ჩვენების შემდეგ ზაალ ლატარიას დაცვის მხარემ დაკავებულის დაცვაზე უარი განაცხადა. ამის შესახებ STV-თვის რამდენიმე წუთის წინ გახდა ცნობილი.
ცნობისათვის, ფარული ვიდეოჩანაწერების საქმეზე 18 პირი დააკავეს, მათ შორის, ზუგდიდელი გიორგი ფარცვანია და გორის მკვიდრი გიორგი კასრაძე. გავრცელებული ინფორმაციით ისინი “ნაციონალური მოძრაობის” მხარდამჭერები არიან.
გამოძიების ინფორმაციით, აღნიშნული პირები სოციალური ქსელის და მობილური ინტერნეტ აპლიკაციის მეშვეობით ინახავდნენ და მასობრივად ავრცელებდნენ პირადი ცხოვრების ამსახველ ვიდეოჩანაწერს.




