ზუგდიდში ,,არაფერი მოქალაქეებზე-მოქალაქეების გარეშე „ ფარგლებში შეხვედრები მიმდინარეობს

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის სოციალური და ჯანდაცვის სამსახურის წარმომადგენელები, ახალი ინიციატივის ,,არაფერი მოქალაქეებზე-მოქალაქეების გარეშე „ ფარგლებში, ადმინისტრაციულ ერთეულებში მოსახლეობასთან შეხვედრებს განაგრძობენ.
ახალი ინიციატივა, მერიამ მიმდინარე წელს დაიწყო და მიზნად ისახავს ადმინისტრაციულ ერთეულებში მოქალაქეებთან შეხვედრასა და მათ ინფორმირებას მოქმედ სოციალურ და ჯანდაცვის პროგრამებზე.
პროექტის ფარგლებში დღეს შეხვედრები ახალკახათსა და განმუხურში ჩატარდა. სოციალური და ჯანდაცვის სამსახურის მიერ, სპეციალურად პროექტისთვის შექმნილი მობილური ჯგუფი შეხვედრებს ყველა ადმინისტრაციულ ერთეულში გამართავს და მოსახლეობას მუნიციპალურ პროგრამებზე მიაწვდის ინფორმაციას, აგრეთვე, მოხდება არსებული პროგრამების მონიტორინგი და საჭიროებების ადგილზე იდენტიფიცირება




