აბაშაში ზესტაფონის მკვიდრს, 50 წლის კაკო რუხაძეს ეძებენ

აბაშაში ზესტაფონის მკვიდრს 50 წლის კაკო რუხაძეს ეძებენ. 50 წლამდე მამაკაცი რომელიც ორ მეგობართან ერთად ანჯერის ტყეში სანადიროდ იყო წასული რვა იანვარს დაიკარგა. ინფორმაციას შს სამინისტროში ადასტურებენ.
უწყების ცნობით მამაკაცის დაკარგვის შესახებ ცნობა იმავე დღეს შევიდა. სამძებრო ღონისძიებები ამ დრომდე გრძელდება. სამძებრო სამუშაოებში კრიმინალურ და საპატრულო პოლიციის თანამშრომლებთან ერთად მონაწილეობენ როგორც განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის, ასევე, საგანგებო სიტუაციის სამსახურის თანამშრომლები.




