ზუგდიდში დაკარგულ 14 წლის გოგოს ეძებენ

ზუგდიდში მეოთხე დღეა 14 წლის გოგოს ეძებენ. როგორც მოზარდის დედა ამბობს, გოგო დასთან ერთად მაღაზიაში წავიდა და მას შემდეგ დაიკარგა.
დედის თქმით, და მაღაზიაში შევიდა, 14 წლის გოგო კი მას გარეთ ელოდებოდა, თუმცა მაღაზიიდან გამოსულს ის გარეთ აღარ დახვედრია.
STV-ს წყაროს ინფორმაციით, ეს გოგო რამდენიმე თვის წინაც დაიკარგა, თუმცა მალევე სამართალდამცველებმა ის იპოვეს და ოჯახში დააბრუნეს.
როგორც STV-ს შსს-ში განუცხადეს, სამართალდამცველები გოგოს უკვე ეძებენ, შესაბამისი ჯგუფი შექმნილია.





