სოფელ თამაკონში გზის მშენებლობა დასრულდა

მარტვილის მუნიციპალიტეტში თამაკონის ადმინისტრაციულ ერთეულში მაცხოვრის ამაღლების სახელობის ტაძართან მისასვლელი გზის ასფალტობეტონის საფარით მოწყობის სამუშაოები დასრულდა.
პროექტის ფარგლებში დაიგო 1 160 მეტრი ასფალტობეტონის საფარი. პროექტით ასევე ითვალისწინებდა კიუვეტების, რკინა ბეტონისა და ლითონის მილების მოწყობას.
დასრულებული სამუშაოები მარტვილის მუნიციპალიტეტის მერის პირველმა მოადგილემ დავით სურმავამ, მერიის ინფრასტრუქტურის, ურბანული განვითარებისა და არქიტექტურის სამსახურის თანამშრომლებთან ერთად დაათვალიერა.
პროექტის ღირებულებამ 192 518 ლარი შეადგინა. სამშენებლო სამუშაოები შპს „მარტვილავტოგზამ“ შეასრულა.
თამაკონის გზის მშენებლობა საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდის და ადგილობრივი მუნიციპალიტეტის დაფინანსებით განხორციელდა.




