“როცა მეთორმეტე კლასელი ხარ” – ამ სტატუსით მთავრობის მეთაურის ფოტო ვრცელდება

საქართველოს პრემიერმინისტრი მამუკა ბახტაძე სოციალურ ქსელში მემად იქცა. როცა მეთორმეტე კლასელი ხარ- ამ სტატუსით მთავრობის მეთაურის ფოტო ვრცელდება. შესაძლოა ეს ფოტოშოპი იყოს.
მანამდე საქართველოს პრემიერმინისტრმა მამუკა ბახტაძემ დაადასტურა, რომ წელს მეთორმეტე კლასელებისთვის გამოსაშვები გამოცდები გაუქმდა. ამის შესახებ მან დღევანდელ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
რაც შეეხება ზოგადი უნარების გამოცდას, მისი ან სხვა პროფილური გამოცდის დამატების უფლება უმაღლესმა სასწავლებლებმა მიიღეს.
29 იანვარს კი მეთერთმეტეკლასელებმა განათლების მინისტრს ფლეშმობი მოუწყვეს ცვლილებებით გახარებულმა მეთერთმეტეკლასელებმა მიხეილ ბატიაშვილის ფოტო Google-ში მოძებნეს, გადმოწერეს და ტელეფონის ეკრანებზე დააყენეს.
მსგავსი სიახლეები

ხუზმიაშვილი: „იბერია” თავიდანვე ჩაფიქრებული იყო „მსხვერპლად”, ოქუაშვილი კი, ელოდებოდა მომენტს, როცა ამ მსხვერპლს ყველაზე სარფიანად შესწირავდა

მთავრობის სტრატკომი: მიზანმიმართულად ვრცელდება ცრუ ინფორმაცია, რომ ირაკლი ღარიბაშვილი შვილთან ერთად აშშ-ში, თითქოსდა ჩარტერული რეისით გაემგზავრა


