ფოთის საფეხბურთო სკოლის სტადიონს რეაბილიტაცია ჩაუტარდება

საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია ფოთის საფეხბურთო სკოლის სტადიონის რეაბილიტაციის სამუშაოების ჩატარებას გეგმავს. ფედერაციის ლოჯისტიკის სამსახურის უფროსი გიორგი რევაზიშვილი, მერის მოადგილეებთან კოტე თოფურიასთან, მამუკა პაპასკირთან და გიორგი ფარეშიშვილთან ერთად ფოთის საფეხბურთო სკოლის სტადიონზე არსებულ ვითარებას გაეცნო.
სტადიონის რეაბილიტაციის საკითხი საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტის ლევან კობიაშვილის ფოთში ვიზიტის დროს, ფოთის მაჟორიტარის ირაკლი ხახუბიასა და ადგილობრივი ხელისუფლების ინიციატივით დაისვა. ფედერაცია სტადიონის მწვანე საფარის დაგებას და სხვა სარეაბილიტაციო სამუშაოების ჩატარებას უზრუნველყოფს.




