დარჩება თუ არა ცაიშის საჯარო სკოლა გათბობის გარეშე?! – რას ამბობენ ადგილობრივები?

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ცაიშის საჯარო სკოლას გათბობისთვის საკმარისი ცხელი წყალი არ მიეწოდება. ამის შესახებ სოციალურ ქსელში საჯარო სკოლის მოსწავლეთა მშობლები წერენ. მიზეზხად კი იმ კერძო მეწარმეებს ასახელებენ, რომელთაც ამავე სოფელში სათბურები აქვთ გაშენებული.
“ეს ჩვენი სოფლის ერთადერთი სკოლაა. ასევე ერთადერთია რეგიონში რომელიც წლების მანძილზე ბუნებრივი წყლით თბებოდა! დღეს რა ხდება რატომ არ მიეწოდება სასურველი მარაგის ცხელი წყალი სკოლას რომ ბავშვებმა თუ მასწავლებლებმა თბილად იგრძნონ თავი კლასში! რატომ ცდილობთ ხალხი გააღიზიანოთ?! იმიტომ რომ თქვენმა”კიტრმა” კარგად იგრძნოს თავი?! მიიღეთ სათანადო ზომები სანამ მშობლებს ჯერ კიდევ არ მიგვიმართავს უკიდურესი ზომისთვის და არ ჩაგვიჭრია ეს თქვენი “ახლართული” მილები ხიდის თავზე თუ სავალ ნაწილზე.
სოფლის თავებო მიხედეთ ამ პრობლემას!!!”-აღნიშნულია სოციალურ ქსელში “ცაიში-ცაცხვის” მიერ გამოქვეყნებულ სტატუსში.
შესაბამისად, მოსალოდნელ შეზღუდვებზე საუბრობენ სკოლის პედაგოგებიც.
“ცაიშს ერთადერთი სკოლა შერჩა სადაც უანგაროდ ემსახურებიან ცაიშელ მომავალ თაობას პედაგოგები. რომელ სკოლაშიც დედაჩემმა მერი შამუგიამ შემოიყვანა ცხელი წყლის ( თერმული წყლის) გათბობის სისტემა და იმასაც გვართმევენ. ნუთუ ბოლო არ უნდა მოეღოს ასეთ უსამართლობას. ჩვენი სკოლა ალბათ მთელ საქართველოში ერთადერთია ვისაც გათბობის საკითხი მოგვარებული აქვს და ამასაც გვართმევენ. მთელი მოსახლეობა ფეხზე დადგება თუ ამას ვინმე დააპირებს!”-აცხადებს სკოლის პედაგოგი ხათუნა ქირია.




