ენგურის ხიდზე გამოცხადებული კარანტინი მოქალაქეებმა გალში გააპროტესტეს

ენგურის ხიდზე გამოცხადებული კარანტინი მოქალაქეებმა გალის დე ფაქტო ადმინისტრაციასთან გააპროტესტეს.
გამოცემა „ნუჟნაია გაზეტას“ ინფორმაციით, დაახლოებით 80-ამდე მოქალაქემ გამოთქვა უკმაყოფილება ენგურის ხიდზე გადაადგილების აკრძალვის გამო.
აქციის მონაწილეებთან სასაუბროდ ე.წ. ადმინისტრაციის ხელმძღვანელი თემურ ნადარაია გამოვიდა და მისი თხოვნით საუბარი სააქტო დარბაზში გაგრძელდა.
„ნუჟნაია გაზეტას“ ინფორმაციით, ენგურის ხიდის ჩაკეტვის გამო გალის ბაზარში ფასები გაიზარდა.




