ზუგდიდის მუნიციპალიტეტში მდინარე ჩხოუშის ხიდზე ერთ-ერთი ქვეითთა გადასასვლელი გაუქმდა

ზუგდიდის მუნიციპალიტეტში მდინარე ჩხოუშის ხიდზე ერთ-ერთი ქვეითთა გადასასვლელი გაუქმდა.
როგორც ზუგდიდის მერიაში აცხადებენ, გადაწყვეტილება უსაფრთხოებიდან გამომდინარე მიიღეს. რაც შეეხება ე.წ. ზებრას ხის მასალითა და ჯებირით ჩაკეტვას, მერიაში ამბობენ, რომ გაუქმებულ გადასასვლელს უახლოეს მომავალსი მოაწესრიგებენ.




