ზუგდიდში, შპს „ავტოსერვისთან“ კვლავ ასობით მანქანის რიგი დგას

ზუგდიდში, შპს „ავტოსერვისთან“ კვლავ ასობით მანქანის რიგი დგას. მძღოლებს, რომლებიც მანქანის ტექდათვალიერებას გადიან, რიგში დგომა რამდენიმე დღე უწევთ.როგორც სერვისცენტრის ხელმძღვანელი ზურაბ ჯღარკავა აცხადებს, მომართვიანობა 14 იანვრის შემდეგ გაიზარდა და სწორედ ეს განაპირობებს რიგების არსებობას.
მისივე თქმით, შემოწმებას დღიურად სამოცამდე მანქანა გადის. საქართველოში პირველი იანვრიდან ავტომობილის ტექდათვალიერება სავალდებულო გახდა. შსს-ის მომსახურების სააგენტოებთან ასობით მანქანის რიგი დგას.
საქართველოს ტერიტორიაზე ამ დროისთვის ტექნიკური ინსპექტირების 26 ცენტრი ფუნქციონირებს.




