სენაკში საცხოვრებელი სახლი დაიწვა

სენაკის მუნიციპალიტეტში საცხოვრებელი სახლი დაიწვა. ხანძრის შედეგად არავინ დაშავებულა. ადგილზე სამი სახანძრო ბრიგადა იყო მობილიზებული. სახანძრო-სამაშველო სამსახურის თანამშრომლებმა ხანძრის ლოკალიზება დროულად შეძლეს. სავარაუდო მიზეზი დენის გაყვანილობაა.



