ზუგდიდში საცხოვრებელი სახლი იწვის

- ამ წუთებში ზუგდიდში, თამარ მეფის ქუჩაზე საცხოვრებელი სახლი იწვის. ადგილზე მობილიზებულია სამაშველო და ხანძარსაწინააღმდეგო ჯგუფები, ასევე სასწრაფო სამედიცინო დახმარების ეკიპაჟები. ადგილზეა საპატრულო პოლიციის ეკიპაჟები.
არსებობდა ცეცხლის გავრცელების საფრთხე, თუმცა მეხანძრე-მაშველებმა ხანძრის დროული ლოკალიზება მოახერხეს. ამ დროისთვის, ადგილზე მიმდინარეობს სალიკვიდაციო სამუშაოები. ხანძრის შედეგად არავინ დაშავებულა. ხანძრის გაჩენის გამომწვევი მიზეზები ჯერჯერობით უცნობია.


![ზუგდიდში, თავისუფლების ქუჩაზე საცხოვრებელი სახლი იწვის [ფოტო]](https://api.stv.ge/uploads/2019/01/51349602_411352303002399_3892345641354919936_n.jpg)

