ზუგდიდში, ჩარგაზიას 20 ნომერში ორსართულიანი სახლი იწვის

- ზუგდიდში, ჩარგაზიას 20 ნომერში ორსართულიან სახლს ცეცხლი რამდენიმე წუთის წინ გაუჩნდა. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ცნობით, ადგილზე 4 ეკიპაჟი მუშაობს, თუმცა ამ დრომდე ხანძრის ლოკალიზება ვერ ხერხდება.
შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. ადგილზე მობილიზებულია სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადა და სამართალდამცავები. ხანძრის გამომწვევი მიზეზები ჯერჯრობით უცნობია.
ადგილზე იმყოფება ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე კონსტანტინე კაკავა. კონსტანტინე კაკავას ინფორმაციით, მერია დაზარალებულ ოჯახს ფულად დახმარებას გაუწევს და ასევე ,,საჭიროების შემთხვებაში” ქირით უზრუნველყოფის პროგრამაში ჩართავს.



![ზუგდიდში, თავისუფლების ქუჩაზე საცხოვრებელი სახლი იწვის [ფოტო]](https://api.stv.ge/uploads/2019/01/51349602_411352303002399_3892345641354919936_n.jpg)
