რეგიონში წითელას ვირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა 16 ადამიანმა გაიკეთა

დაავადებათა კონტროლისა და ეროვნული ცენტრის სამეგრელო- ზემო სვანეთის წარმომადგენლის ნანა ოდიშარიას განცხადებით, წითელას ვირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა 16 ადამიანმა გაიკეთა.
როგორც ოდიშარია აღნიშნავს, ბოლო დღეების განმავლობაში გრიპის ვირუსთან დაკავშირებით მომართვიანობა საკმაოდ დაკლებულია, თუმცა დეკემბერ-იანვარში წითელას 169 შემთხვევა დაფიქსირდა. აქედან -84 შემთხვევა მიმდინარე თვეს. რაც შეეხება ასაკობრივ ჭრილს – ძირითადად 5 წლამდე ბავშვებსა და ასევე 20-40 წლამდე ასაკის ადამიანებშია გავრცელებული.
ზუგდიდის ინფექციურ საავადმყოფოში ამდროისთვის 5 ადამიანი მკურნალობს და მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.



