ზუგდიდის ჰოსპიტალში გრიპის ვირუსით მოთავსებული პაციენტების რაოდენობა შემცირდა

ზუგდიდის რეფერალურ საავადმყოფოში გრიპისთვის დამახასიათებელი სიმპტომებით 35 ადამიანი მკურნალობს. მედიკოსების შეფასებით, ამათგან 2-ის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა, ფილტვების ორმხრივი პნევმონიით რეანიმაციულ განყოფილებაში მართვის სუნთქვაზე იმყოფებიან. დანარჩენი 33 -იდან 10 ბავშვია. მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია.



