გრიპის ვირუსით ზუგდიდის საავადმყოფოში 51 პაციენტიდან 19 ბავშვია მოთავსებული

ზუგდიდის რეფერალურ საავადმყოფოში გრიპის ვირუსისთვის დამახასიათებელი სიმპტომებით 51 ადამიანი მკურნალობს.ამათგან ერთის მდგომარეობა არის მძიმე და ის რეანიმაციურ განყოფილებაში მართვით სუნთქვაზე იმყოფება.
როგორც საავადმყოფოს კლინიკური დირექტორი სულხან ორჟონია აცხადებს, 51-დან 19 ბავშვია, 19-დან ორი კი ოკუპირებული აფხაზეთიდან წუხელ გადმოიყვანეს.




