ზუგდიდის საავადმყოფოში გრიპის ვირუსით 1 პაციენტი მართვით სუნთქვაზე რეანიმაციულ განყოფილებაში იმყოფება

ზუგდიდის რეფერალური საავადმყოფოს კლინიკური დირექტორის სულხან ორჟონიას თქმით, მწვავე რესპირატორული ვირუსული ინფექციისთვის, გრიპისთვის დამახასიათებელი კლინიკური მოვლენებით ზუგდიდის რეფერალურ საავადმყოფოში ამჟამად მკურნალობას გადის 5 ავადმყოფი. აქედან ერთი პაციენტის მდგომარეობა მძიმეა და ის მართვით სუნთქვაზე რეანიმაციულ განყოფილებაში იმყოფება.




