ხვალ პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ბავშვებს ზუგდიდის სკეიტპარკში ნაძვის ხესთან უმასპინძლებს

,,პრეზიდენტის ნაძვის ხე“ ხვალ, 5 იანვარს, 17:00 საათზე, ზუგდიდში, სკეიტპარკში გაიმართება და საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ბავშვებს უმასპინძლებს. აღნიშნული საახალწლო ღონისძიება ზუგდიდში, საქართველოს პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის იმ პრიორიტეტებიდან გამომდინარე იმართება, რომელიც საქართველოს რეგიონების გაძლიერებასა და ქვეყნის საზოგადოებრივ ცხოვრებაში რეგიონების აქტიურ ჩართვას ითვალისწინებს.
5 იანვარს სკეიტ პარკში დაგეგმილი ღონისძიებების განრიგი ასე გამოიყურება:
13:00 სთ- საშობაო ბაზრობა ზუგდიდისა და რეგიონის მუნიციპალიტეტების მონაწილეობით;
15:00 სთ- წარმოდგენილი იქნება გ.ნახუცრიშვილის “ჭინჭრაქას” მიხედვით დადგმული სპექტაკლი „ბერიკაობა“, ზუგდიდის შალვა დადიანის სახელობის პროფესიული სახელმწიფო დრამატული თეატრის დასის მონაწილეობით;
16:00 სთ- ზღაპრის გმირები, თოვლის ბაბუ და სანტა კლაუსი საგანგებო პროგრამით იზრუნებებენ ბავშვების გართობაზე;
17:00 სთ -,,პრეზიდენტის ნაძვის ხე“-კონცერტი და საშობაო საჩუქრები პატარებს.


![საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი [ფოტორეპორტაჟი]](https://api.stv.ge/uploads/2018/12/1Y2A9626.jpg)

