სამეგრელოს გუბერნატორი საშობაო ლიტურგიას ფოთის საკათედრო ტაძარში დაესწრო

შობის დღესასწაულთან დაკავშირებით, ლიტურგია ფოთის
საკათედრო ტაძარში, ფოთისა და ხობის მიტროპოლიტმა , მეუფე გრიგოლმა აღასრულა. მას სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებული ალექსანდრე მოწერელია , რწმუნებულის მოადგილე – ირაკლი ჯიქია, ქალაქ ფოთის მერი გოჩა კურდღელია და მერის პირველი მოადგილე კონსტანტინე თოფურია დაესწრნენ. სადღესასწაულო წირვა ფოთის ყველა ტაძარში ჩატარდა.




