ზუგდიდის მშენებარე ტაძარში საღმრთო ლიტურგიას საქართველოს პრეზიდენტი დაესწრო

ზუგდიდის, ივერიის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხატის სახელობის მშენებარე საკათედრო ტაძარში ერთობლივი წირვა ჩატარდა, საღმრთო ლიტურგიას საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი და სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებული ალექსანდრე მოწერელია დაესწრო.
წირვა აღავლინა მისმა მაღალყოვლადუსამღვდელოესობამ ზუგდიდისა და ცაიშის მიტროპოლიტმა გერასიმემ.



