სალომე ზურაბიშვილი – ოთხოზორიას დედისაგან მოვისმინეთ არაჩვეულებრივი, საშობაო, შერიგების სიტყვა

სალომე ზურაბიშვილი გიგა ოთხოზორიას ოჯახს, შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრთან ერთად, ესტუმრა და გიგა ოთხოზორია განსაკუთრებული მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობისა და პიროვნული სიმამაცის გამოვლენისათვის დააჯილდოვა და ზუგდიდში მის ოჯახს სახელმწიფო ჯილდო, მედალი ,,სამოქალაქო თავდადებისათვის”, პირადად გადასცა.
,,დღეს გიგა ოთხოზორიას დედისაგან მოვისმინეთ არაჩვეულებრივი, საშობაო, შერიგების სიტყვა, რომელიც შეიძლება, მხოლოდ შვილდაღუპულმა დედამ თქვას და ახსენოს ჩვენი ერთობა.
ჩვენთვის, ყველასთვის, ყველაზე მნიშვნელოვანია, რომ ჩვენთან იყოს გულგახსნილობა, რომელიც შერიგების და ქვეყნის გამთლიანების საწინდარია”, – აღნიშნა სალომე ზურაბიშვილმა.




