სალომე ზურაბიშვილმა ბავშვებს ,,პრეზიდენტის ნაძვის ხეზე“ ზუგდიდში უმასპინძლა

საქართველოს პრეზიდენტი საზეიმო ღონისძიებაზე გიგა ოთხოზორიას შვილებთან და 87 წლის თერთმეტშვილიან ქალბატონთან, მალვა სვირავასთან, ერთად მივიდა, ზუგდიდისა და სპეციალურად ამ დღისთვის გალიდან ჩამოსულ მოსახლეობას შობა-ახალი წელი მიულოცა და გაბრწყინებულ და გამთლიანებულ საქართველოში ცხოვრება უსურვა.
სადღესასწაულო კონცერტის დაწყებამდე პრეზიდენტმა შეკრებილ მოსახლეობას მიმართა და წუთიერი დუმილით პატივი მიაგო გიგა ოთხოზორიასა და სამშობლოსათვის თავდადებული გმირების ხსოვნას.




