სენაკში, კუსტარული გაზის გამათბობელის აფეთქებას ახალგაზრდა მამაკაცის სიცოცხლე ემსხვერპლა

სენაკის მუნიციპალიტეტში ერთ-ერთი ადგილობრივის ოჯახში კუსტარული გაზის გამათბობელი აფეთქდა. აფეთქების შედეგად ადგილზე გარდაიცვალა ოჯახის ერთ-ერთი წევრი, ახალგაზრდა მამაკაცი, ხოლო მისი მეუღლე ქუთაისის დამწვრობის ცენტრში გადაიყვანეს. აჟამად ის მოთავსებულია დამწვრობის ცენტრის რეანიმაციულ განყოფილებაში.
აღნიშნული ფაქტი სენაკში 30 დეკემბერს მოხდა, თუმცა დეტალები დღეს გახდა ცნობილი. მომხდართან დაკავშირებით გამოძიება 224-ე მუხლით მიმდინარეობს.




