ინაუგურაციისთვის მზადება მეფის სასახლეში და სასახლისკენ მიმავალი ოპოზიცია

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, კახეთის მიმართულებით და ქალაქ თელავში ტრანსპორტის მოძრაობა დროებით შეიზღუდება. მიზეზი სალომე ზურაბიშვილის პრეზიდენტად ინაუგურაციის ღონისძიებაა.
“უზრუნველყოფილი იქნება როგორც ინაუგურაციის მშვიდ გარემოში ჩატარების საკითხი, ისე საპროტესტო აქციების მონაწილეთა გამოხატვის თავისუფლება და ყველა მოქალაქის უსაფრთხოება”, — აღნიშნავენ შსს-ში.
გაერთიანებული ოპოზიციის, „ძალა ერთობაშია“ ლიდერები და მათი მხარდამჭერები, რომლებიც ინაუგურაციის პარალელურად, თელავში აქციას გამართავენ, თელავის მიმართულებით უკვე დაიძრნენ. ოპოზიციის მხარდამჭერებს ავტომობილებზე აწერიათ “არა სალომეს” და აქართველოს დროშები აქვთ გადმოფენილი.
ცნობისთვის, სალომე ზურაბიშვილი პრეზიდენტის ფიცს 15:00 საათზე, თელავში, ბატონის სასახლის ტერიტორიაზე დადებს.




