ჩხოროწყუს მერიაში ქალთა საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენლებს შეხვდნენ

დღეს ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის მერი დათო გოგუა, საკრებულოს თავმჯდომარე ბესიკ ესებუა და საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე კობა ჯიქია CSRDG „საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრის“ ფორმატის ფარგლებში მუნიციპალიტეტში არსებულ ქალთა საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენლებს შეხვდნენ.
შეხვედრაზე შეჯამებულ იქნა 2018 წელს შესრულებული პროექტები, რომლებიც მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის თანადაფინასებით განხორციელდა. შეხვედრაზე ასევე განიხილეს სამომვლო გეგმები და პრობლემები, რომლებიც ადგილობრივი ბიუჯეტით დაფინანსდება.




