stv-logostv-logo
თბილისი ...ზუგდიდი ...ფოთი ...სენაკი ...მარტვილი ...ხობი ...აბაშა ...ჩხოროწყუ ...წალენჯიხა ...მესტია ...სოხუმი ...გალი ...ოჩამჩირე ...გაგრა ...
USDUSD ... $EUREUR ... €GBPGBP ... £RUBRUB ... ₽TRYTRY ... ₺

Follow us on social media

FacebookTwitterInstagramTikTokYoutubeTelegram
მთავარი
სიახლეები
ამბები სამეგრელოდან
ამბები აფხაზეთიდან
ამბები სვანეთიდან
პოლიტიკა
ეკონომიკა

ბოლო ჩანაწერები

28 დეკემბერს ახალი წლის დღეების ფარგლებში ღონისძიებას ფოთი მასპინძლობს

28 დეკემბერს ახალი წლის დღეების ფარგლებში ღონისძიებას ფოთი მასპინძლობს

25 დეკემბერი

კატეგორიები

ამბები აფხაზეთიდან

113

ამბები სამეგრელოდან

1270

ამბები სვანეთიდან

75

არჩევნები

354

ახალი ამბები

4001

ბლიც ინტერვიუ

7

გალერეა

1

დღის ამბები

2103

დღის ფოტო

73

ეკონომიკა

103

ექსკლუზივი

197

ვიდეო

41

ვიდეო ამბები

58

ინტერვიუ

2

ისტორიული ამბები

17

კატეგორიის გარეშე

84

კომენტარი

35

კონფლიქტი

110

კრიმინალი

114

კულინარია

7

კულტურა

304

მთავარი ამბები

2029

მთელი კვირა

1

მსოფლიო

122

პოლიტიკა

883

ჟურნალისტი მოქალაქე

1

რეგიონი

4744

რეკლამა

696

საზოგადოება

140

სამართალი

153

სპორტი

210

სტატიის გამოქვეყნების წესები

1

სტიქია

73

სხვა ამბები

84

სხვა ისტორია

8

ფოტო

5

ფოტორეპორტაჟი

25

ყვითელი

43

ყვითელი ამბები

7

შემთხვევა

149

წარმატების ისტორია

8

ხალხის ხმა

2

ჯანდაცვა

8

დღის ამბები

ფოთის მერი: „მინდა მადლობა გადავუხადო საქართველოს პრემიერ-მინისტრს, ბატონ ირაკლი კობახიძეს, დამატებით გამოყოფილი ფინანსური რესურსებისთვის, რომელმაც შესაძლებლობა მოგვცა განგვეხორციელებინა მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული პროექტები“

ხობის კულტურის სასახლეში სპექტაკლის პრემიერა გაიმართა

რუხის რესპუბლიკურ საავადმყოფოში არითმოლოგიის მაღატექნოლოგიური სევისი ამოქმედდა

სამინისტრო: ექსპორტირებულია 23.8 მლნ აშშ დოლარის ღირებულების 5.7 ათასი ტონა დაფნის ფოთოლი

სამინისტრო: 20 ათას ტონაზე მეტი ციტრუსი ექსპორტირებულია

STV Logo

საინფორმაციო სააგენტო STV მკითხველს სთავაზობს ამომწურავ და მიუკერძოებელ ინფორმაციას სამეგრელოსა და აფხაზეთის რეგიონებში განვითარებული ფაქტებისა და მოვლენების შესახებ. ვაშუქებთ ყველა ამბავს რომელიც დაკავშირებულია ამ ორ რეგიონთან. ჩვენი გუნდის მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულობა, დაბალანსებული და ობიექტური ინფორმაციის მიწოდება მკითხთხველისთვის.

Follow us on social media

FacebookTwitterInstagramTikTokYoutubeTelegram

შეტყობინების გაგზავნა

© 2025 STV.GE. All rights reserved.

პოლიტიკა

თელავი მეხუთე პრეზიდენტის მოლოდინში – ვინ დაესწრება სალომე ზურაბიშვილის ინაუგურაციას?

14.12.2018 / 14 დეკემბერი 2018
თელავი მეხუთე პრეზიდენტის მოლოდინში – ვინ დაესწრება სალომე ზურაბიშვილის ინაუგურაციას?

საქართველოს მეხუთე და ბოლო არჩეული პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის ინაუგურაციის ცერემონიას მსოფლიო პრეზიდენტებიდან მხოლოდ სომხეთის პრეზიდენტი არმენ სარქისინია დაესწრება. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, ინაუგურაციის მონაწილეობას მსოფლიოს 55-მდე ქვეყნის 150-მდე წარმომადგენელი მიიღებს.

უწყების ცნობით, საქართველოს ეწვევიან მაღალი რანგის სტუმრები 20-ზე მეტი ქვეყნიდან და 16 საერთაშორისო ორგანიზაციის წარმომადგენელი. სამინისტროს განმარტებით, ეს არ არის საბოლოო მონაცემები, რადგან სახელმწიფოებს შორის ინფრომაციას ამ დრომდე ცვლიან.

დღევანდელი მონაცემებით ინაუგურაციის ცერემონიალს დაესწრება:

  • სომხეთის რესპუბლიკის პრეზიდენტი არმენ სარქისიანი;
  • საფრანგეთის ყოფილი პრეზიდენტი (2007-2012 წწ) ნიკოლა სარკოზი და თავდაცვის ყოფილი მინისტრი და და სოციალურ საქმეთა ყოფილი მინისტრი;
  • თურქეთის რესპუბლიკის ვიცე-პრეზიდენტი;
  • აზერბაიჯანის პარლამენტის სპიკერი;
  • სებეთის ეროვნული ასამბლეის სპიკერი;
  • ჩეხეთის რესპუბლიკის სენატის პრეზიდენტი;
  • ლიეტუვას სეიმის სპიკერი;
  • პოლონეთის სენატის მარშალი და პრეზიდენტის კანცელარიის ხელმძღვანელი, მინისტრი;
  • მოლდოვას ვიცე პრემიერ-მინისტრი;
  • თურქმენეთის ვაჭრობისა და საგარეო ეკონომიკური ურთიერთობების მინისტრი;
  • გაერთიანებული არაბეთის საემიროების კლიმატის ცვლილებისა და გარემოს მინისტრი;
  • ბელარუსის რესპუბლიკის ეროვნული ასამბლეის საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე;
  • ისრაელის კნესეტის (პარლამენტი) ვიცე-სპიკერი და საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე;
  • სუამის გენერალური მდივანი;
  • უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე;
  • ყირგიზეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე;
  • აშშ-დან USAID-ის წარმომადგენელი;
  • წმინდა საყდრის საგანგებო ემისარი, არქიბიშოპი.

ინაუგურაციის ღონისძიების ფარგლებში საქართვეში ჩამოსული მაღალი რანგის სტუმრები საქართველოში ვიზიტის ფარგლებში გამართავენ სამუშაო შეხვედრებს საქართველოს პრეზიდენტთან, აღმასრულებელი და საკანონდებლო ხელისუფლების წარმომადგენლებთან.

საქართველოს მეხუთე პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის ინაუგურაცია თელავში, ერეკლე მეფის სასახლეში 16 დეკემბერს გაიმართება. საქართველოს მთავრობამ გამოსცა დადგენილება და გამოყო გუნდი, რომელიც ზურაბიშვილის ინაუგურაციის რეჟისურასა და დეტალებზე ისაუბრებს. ინაუგურაციის ცერემონია ერეკლე მეორის სასახლეში ჩატარდება და მას საერთაშორისო ლიდერებიც დაესწრებიან. ცნობილია, რომ ინაუგურაციას დაესწრება საქართველოს მეოთხე პრეზიდენტი, გიორგი მარგველაშვილიც.

სალომე ზურაბიშვილმა თელავში არჩევნები წააგო. მისი თქმით, სწორედ ამის გამო გადაწყვიტა ინაუგურაცია არა რეგლამენტით განსაზღვრულ ადგილზე, არამედ თელავში გაემართა. რეგლამენტით პრეზიდენტის ინაუგურაცია საქართველოს პარლამენტის ეზოში უნდა ჩატარებულიყო, თუმცა მთავრობამ ახალი განკარგულება გამოსცა და ახალ პრეზიდენტს გადაწყვეტილების მიღების თავისუფლება მისცა.

ინაუგურაციის პარალელურად თელავში გაერთიანებული ოპოზიციის აქცია გაიმართება. თელავის მერია კი ინაუგურაცისთან დაკავშირებით 14, 15 და 16 დეკემბერს 13:00 საათიდან 15:00 საათამდე ქვემეხებიდან ერთობლივად გაისვრის.

წინა პოსტი

პატივის, ღირსებისა და საქმიანი რეპუტაციის შელახვისთვის ზუგდიდის მერიის თანამშრომელი გიორგი გაბედავას უჩუვლებს

შემდეგი პოსტი

ჩხოროწყუს მერიაში ქალთა საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენლებს შეხვდნენ

STV Logo
რედაქტორიSTV.GE

Follow us on social media

FacebookTwitterInstagramTikTokYoutubeTelegram

მსგავსი სიახლეები

სალომე ზურაბიშვილი პრეზიდენტის რეზიდენციაში მივიდა

სალომე ზურაბიშვილი პრეზიდენტის რეზიდენციაში მივიდა

საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი [ფოტორეპორტაჟი]

საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი [ფოტორეპორტაჟი]

ფოთში, სალომე ზურაბიშვილის მხარდასაჭერი კონცერტი გაიმართა

ფოთში, სალომე ზურაბიშვილის მხარდასაჭერი კონცერტი გაიმართა