ფოთში, სალომე ზურაბიშვილის მხარდასაჭერი კონცერტი გაიმართა

ფოთში, პრეზიდენტობის დამოუკიდებელი კანდიდატის სალომე ზურაბიშვილის მხარდასაჭერი კონცერტი გაიმართა.
მსმენელის წინაშე, ქართული ესტრადის ვარსკვლავები ძველი და ახალი ჰიტებით წარსდგნენ. მომღერლებმა მოქალაქეებს მეორე ტურში აქტიური მონაწილეობისკენ და სალომე ზურაბიშვილის მხარდაჭერისკენ მოუწოდეს.
ღონისძიებას „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო“-ს ზუგდიდის ახალგაზდული ორგანიზაციის წევრები შეუერთდნენ.




