პატივის, ღირსებისა და საქმიანი რეპუტაციის შელახვისთვის ზუგდიდის მერიის თანამშრომელი გიორგი გაბედავას უჩუვლებს

ზუგდიდის მერიის თანამშრომელი ს.ჭ სოციალურ ქსელში სამოქალაქო აქტივისტის, გიორგი გაბედავასთვის ჩივილს აპირებს. ამის შესახებ ზუგდიდის მერიის თანამშრომელმა განცხადება სოციალურ ქსელში გაავრცელა.
“მოგესალმებით,
გუშინ, გვიან ღამით, სოცილურ ქსელში გინმე გიორგი გაბედავამ ყველანაირ სიმართლეს მოკლებული „პოსტი“ მომიძღვნა. არ ვაპირებ სოციალური ქსელის მეშვეობით ვინმეს რამე ავუხსნა.
მივიღე გადაწყვეტილება, გიორგი გაბედავას პატივის, ღირსებისა და საქმიანი რეპუტაციის შელახვისთვის ვუჩივლო!”, წერს სოციალურ ქსელში ზუგდიდის მერიის თანამშრომელი.
გიორგი გაბედავამ სოციალურ ქსელში შემდცეგი სახის პოსტი გამოაქვეყნა:
“ქალაქ ზუგდიდის მერიაში დღემდე საშინელი ვითარებაა. ლაშა გოგიას მონაპოვარი დღესაც აგრძელებს მყრალი სუნის გამოცემას. ზუგდიდელები დიდი ხანია ითხოვენ მერიის თანამშრომლების ნარკო დამოკიდებულებაზე შემოწმებას, მაგრამ რათქმაუნდა არავინ იწუხებს თავს. ამან შედეგი გამოიღო, სულ რაღაც 4-5 საათის წინ, ზუგდიდის მერიის შენობიდან გამოიყვანეს ახალგაზრდა გოგო, რომელიც ნარკოტიკული საშუალების, გრიმოდინის, ზედოზირების შედეგად იმყოფება მძიმე მდგომარეობაში, ვინმე ს. ჭითანავა… ფოტოს სრულად შეგნებულად არ ვდებ, მაგრამ ზუგდიდის მერია და შინაგან საქმეთა სამინისტრო / Ministry of Internal Affairs of Georgia მალავს ამ ინფორმაციას !

მერიის აიპის თანამშრომელი, სამსახურეიბრივი მოვალეობის შესრულების დროს ნარკოტიკების ზედოზირებით გადაჰყავთ ქალაქ ზუგდიდის წმინდა ლუკას სახელობის კლინიკაში, და ამ ფაქტს მალავს მთავრობა. ეს ნორმალური გგონიათ თქვენ? სადმე კლუბში რომ მიეღო ამ გოგოს ნარკოტიკი არც დავინტერესდებოდი, მაგრამ ზუგდიდელები შეწუხებულები არიან მსგავსი შემთხვევებით და მთავრობის უპასუხისმგებმობით! გაეცით ხალხს პასუხი და მიხედეთ ხალხს! არჩევნებამდე ათასი დაპირება რომ დაარიგეთ, ხალხს მიხედვა სჭირდება!”-წერდა სოციალურ ქსელში გიორგი გაბედავა, თუმცა აღნიშნული პოსტი მან რამდენიმე წუთის წინ საკუთარი გვერდიდან წაშალა.




![ზუგდიდის მერმა გიორგი შენგელიამ ვიცე მერი და მეორე მოადგილე წარადგინა [ვიდეო]](/_next/image?url=https%3A%2F%2Fapi.stv.ge%2Fuploads%2F2019%2F06%2F65385234_912956205711845_8105746212709203968_o.jpg&w=3840&q=75)