2019 წლის შესახვედრად წინასაახალწლო სამზადისი ზუგდიდში უკვე დაიწყო [ფოტო]
![2019 წლის შესახვედრად წინასაახალწლო სამზადისი ზუგდიდში უკვე დაიწყო [ფოტო]](https://api.stv.ge/uploads/2018/12/მთავარი.jpg)
2019 წლის შესახვედრად წინასაახალწლო სამზადისი ზუგდიდში უკვე დაიწყო. ცენტრალურ ქუჩებსა და კონკრეტულ ლოკაციებზე საახალწლო განათებები მონტაჟდება.
საახალწლოდ მოირთვება ზვიად გამსახურდიას გამზირი, აღმაშენებლისა და რუსთაველის ქუჩები, ცენტრალური მოედანი, ბულვარის ტერიტორია, ბულვარის შიდა ტერიტორია, დადიანების სასახლეთა ისტორიულ-არქიტექტურულ მუზეუმის კარიბჭემდე მისასვლელი გზა, მუზეუმის ეზო, მუზეუმში არსებული მარადმწვანე მცენარეები, ნიკოსეულ სასახლესთან მდგარი ნაძვის ხე და მუზეუმის ეზოში ლამპიონები.
მთავარი საახალწლო ნაძვის ხე დადიანების სასახლის ეზოში დაიდგმება და იქვე გაიმართება ძირითადი საახალწლო ღონისძიება. დამონტაჟდება „ანგელოზის“ კონსტრუქციაც.
დაგეგმილია სხვადასხვა გასართობი და კულტურული ღონისძიებების ჩატარება. პარალელურად მოეწყობა „საშობაო ბაზრობა“, საახალწლო თემაზე შექმნილი ნივთების გამოფენა-გაყიდვა. ღონისძიებაში მონაწილეობას მიიღებს რეგიონის ყველა მუნიციპალიტეტი.
მსგავსი სიახლეები
![ზუგდიდში ზვიად გამსახურდიას 80 წლის იუბილეს აღნიშნავენ [ფოტო]](https://api.stv.ge/uploads/2019/03/55869429_1988921668069698_7494000014851571712_n.jpg)
ზუგდიდში ზვიად გამსახურდიას 80 წლის იუბილეს აღნიშნავენ [ფოტო]

„ჯი თი გრუპი“ 2019 წლის ივნისის ბოლოსთვის ზუგდიდში ახალ ავტობუსებს ჩამოიყვანს











