„ჯი თი გრუპი“ 2019 წლის ივნისის ბოლოსთვის ზუგდიდში ახალ ავტობუსებს ჩამოიყვანს

„ჯი თი გრუპი“ 2019 წლის ივნისის ბოლოსთვის ზუგდიდში ახალ ავტობუსებს ჩამოიყვანს. ზუგდიდის მერიამ ავტობუსების შესაძენად 3 მილიონ 500 ათასი ლარი ისესხა, რომლის დაფარვის ბოლო ვადა 2029 წლის 31 მარტია.
სატენდერო დოკუმენტაციის მიხედვით, სატრანსპორტო საშუალება, რომელსაც მერია შეისყიდის, უნდა იყოს ახალი, ერთი მარკის და კონდიცირება-ვენტილაციის სისტემით აღჭურვილი.
გამოშვების წელი არანაკლებ 2018 და თითოეული ავტობუსის მიერ გავლილი მანძილი არ უნდა აღემატებოდეს 6000 კმ-ს. ასევე სატენდერო პირობაა, რომ ტრანსპორტი შშმ პირთათვის იყოს ადაპტირებული.
ხელშეკრულება შემსყიდველსა და ტენდერში გამარჯვებულ კომპანია „ჯი თი გრუპ”-ს შორის 27 მარტს დაიდო.


![2019 წლის შესახვედრად წინასაახალწლო სამზადისი ზუგდიდში უკვე დაიწყო [ფოტო]](https://api.stv.ge/uploads/2018/12/მთავარი.jpg)

