ზუგდიდში სიჩქარის მზომი სექციური რადარები 2 ადგილზე ამოქმედდა

2018 წლის 10 დეკემბრიდან, შინაგან საქმეთა სამინისტრომ, საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების და მართლწესრიგის დაცვის მიზნით, ზუგდიდის მუნიციპალიტეტში სიჩქარის მზომი სექციური რადარები 2 ადგილზე აამოქმედა.
უწყების ინფორმაციით, ამ დროისთვის საქართველოს მასშტაბით ჯამში 88 სიჩქარის მზომი სექცია ფუნქციონირებს. სიჩქარის სექციური კონტროლის სისტემით საავტომობილო გზის 319 კმ. კონტროლდება.
ზუგდიდის მუნიციპალიტეტი:
თბილისის-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზის 320-ე კმ-დან (ზუგდიდი, სოფ. ცაიში) – თბილისის-სენაკი-ლესელიძის 325-ე კმ-მდე (ზუგდიდი სოფ. ჭითაწყარი), ნებადართული სიჩქარე 60 კმ/სთ.
თბილისის-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზის 325-ე კმ-დან (ზუგდიდი, სოფ. ჭითაწყარი) – თბილისის-სენაკი-ლესელიძის 320-ე კმ-მდე (ზუგდიდი, სოფ. ცაიში), ნებადართული სიჩქარე 60 კმ/სთ.
„შინაგან საქმეთა სამინისტრო აგრძელებს საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების მიზნით „ჭკვიანი“ ვიდეოკამერების და სიჩქარის მზომი სექციური რადარების მთელი ქვეყნის მასშტაბით დამონტაჟებას“,- აღნიშნულია შსს-ს ინფორმაციაში.



