150-მდე “ნაციონალური მოძრაობის” მხარდამჭერი დილით, ზუგდიდიდან თბილისისკენ გაემგზავრა

“ნაციონალური მოძრაობის” ზუგდიდის ოფისიდან დილის ადრე 7 მიკროავტობუსი და დაახლოებით 150-მდე მხარდამჭერი გავიდა. მათი განცხადებით, ისინი იმ აქციას შეუერთდებიან თბილისში, რომელიც დღეს პარლამენტის შენობის წინ იმართება.
ცნობისათვის, “გაერთიანებული ოპოზიცია” დღეს თვბილისში საპროტესტო აქციას მართავს.



