ზუგდიდში სტიქიის შედეგად მიყენებული ზიანის სალიკვიდაციო სამუშაოები მიმდინარეობს
სოფელ ოქტომბერში დევნილთა მრავალსართულიანი კორპუსის სახურავის აღდგენა დაიწყო. შენობა დაზიანებული ხის კონსტრუქციისგან გაიწმინდა, მოეწყო დროებითი სახურავი. ზარალის შემსწავლელმა კომისიამ ყველა პრობლემური შენობა-ნაგებობა შეისწავლა, მათ შორის კერძო სახლებიც. მუნიციპალიტეტის მასშტაბით სამუშაოები უახლოეს დღეებში დაიწყება.
ცნობისათვის, ძლიერმა ქარმა ზუგდიდის მუნიციპალიტეტს მნიშვნელოვანი ზიანი მიაყენა. დევნილთა ოთხ საცხოვრებელს სახურავი გადახადა, ზარალი მიაყენა საბავშვო ბაღებს, სკოლებს და კერძო სახლებს. ქარისაგან მოგლეჯილმა ხეებმა ელექტროგადამცემი ხაზებიც დააზიანა. „ენერგო-პრო ჯორჯიას“ ბრიგადები 24-საათიან რეჟიმში მუშაობენ.
მსგავსი სიახლეები

ზუგდიდის მუნიციპალიტეტში სტიქიის შედეგად მიყენებული ზიანის აღდგენითი სამუშაოები მიმდინარეობს

სენაკის მუნიციპალიტეტში, ქალაქად და სოფლად, სტიქიის შედეგად მიყენებული ზიანის აღმოსაფხვრელად, აქტიურად მიმდინარეობს სანიაღვრე სისტემის ამოწმენდის სამუშაოები


