გახარია – ყველაზე მძიმე მდგომარეობა არის სოფელ ოქტომბერში

შს მინისტრი გიორგი გახარია სტიქიის შედეგად დაზიანებული ინფრასტრუქტურის აღდგენით სამუშაოებს კონტროლზე იღებს, რათა არ მოხდეს დროში გაწელვა. ამის შესახებ მან ჟურნალისტებს ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ოქტომბერში განუცხადა, სადაც დევნილთა კორპუსს ქარმა სახურავი გადახადა.
,,ყველაზე მძიმე მდგომარეობა არის ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ოქტომბერში.სტიქიამ სამწუხაროდ დააზარალა დევნილების კომპაქტურად განსახლების ზონები და საცხოვრებელი სახლები. ჩვენ ახლა ვეცდებით მაქსიმალურად დროებით წვიმისგან დავიცვათ ეს ხალხი. უახლოეს პერიოდში დაიწყება სარემონტო სამუშაოები და იქნება ეს ყველაფერი კონტროლზე აყვანილი რომ არ მოხდეს ამის დროში გაწელვა და ეს ისედაც მძიმე მდგომარეობაში მყოფ ადამიანებს კიდევ სტიქიით გამოწვეული დამატებითი პრობლემები არ შეექმნათ,”- განაცხადა გახარიამ.



