ფოთში სტიქიისგან მიყენებულ ზარალს ითვლიან

30 ნოემბერს ფოთში ძლიერი ქარის შედეგად, რომლის სიჩქარე 30მ/წმ-ს აღემატებოდა, დაზიანდა საცხოვრებელი სახლები, სკოლამდელი სააღმზრდელო დაწესებულებებისა და სპორტული სკოლების შენობები, წაქცეულია ელექტრო გადამცემი ბოძები და ხეები. დაზარალდა მოსახლეობა.
ქალაქ ფოთის მერი გოჩა კურდღელია, მოადგილეებთან და შესაბამის სამსახურებთან ერთდ ადგილზე გაეცნო შექმნილ ვითარებას.
მთელი ღამის განმავლობაში მობილიზებული იყო შსს ყველა დანაყოფი და სამაშველო სამსახურები. ადგილობრივი სამსახურები მუშაობდა საგანგებო რეჟიმში. მერიაში მოქმედებს ცხელი ხაზი 0493 22 12-95 , შექმნილია მობილური ჯგუფები, რომლებიც სისტემატურად გადიან უბნებზე და ადგილზე ეცნობიან ვითარებას.
ზარალის ოდენობას სპეციალური კომისია ითვლის.




