ექსკლუზივი: ზუგდიდში ჩხოროწყუს პოლიციის თანამშრომელს მიკროავტობუსი დაეჯახა [ვიდეო]
ზუგდიდის ერთ-ერთ ცენტრალურ უბანში, ხუბულავას ქუჩაზე, ახალგაზრდა მამაკაცს მიკროავტობუსი დაეჯახა. როგორც ირკვევა ცხედარი ჩხოროწყუს პოლიციის თანამშრომელი ალექსანდრე ჩიქოვანია. შემთხვევის ადგილზე სამართალდამცველები და ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობენ
როგორც ზუგდიდის რეფერალური საავადმყოფოს კლინიკური დირექტორი სულხან ორჟონია აცხადებს, სხეულის მძიმე დაზიანებებით შემოსვენებულ იქნა გვამი, რომელსაც სასიცოცხლო ფუნქციები არ აღენიშნებოდა.
“ალექსანდრე ჩიქოვანი დღეს ზუგდიდში ჩამოსული იყო პროფესიულ საქმეზე. მას მოყავდა ადამიანი ნარკოლოგიურ შემოწმებაზე, რომელიც ზუგდიდის საპატრულო პოლიციის შენობაშია განთავსებული. გზიდან გადასვლისას მას ავტომანქანა დაეჯახა და იქვე გარდაიცვალა. სამწუხარო ფაქტია. ალექსი ჯერ კიდევ 35 წლის იყო და თან პროფესიონალი პოლიციელი”-აცხადებს STV-სთან გარდაცვლილის ერთ-ერთი მეგობარი.
შსს-ს ცნობით, ჩხოროწყუს პოლიციის საუბნო განყოფილების უფროსი ალექსანდრე ჩიქოვანი ავტოავარიის შედეგად გარდაიცვალა. გამოძიება დაწყებულია 276-ე მუხლის მე-5-ე ნაწილით, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლი მოსპობა გამოიწვია.




![ზუგდიდში ახალი სკვერი მოეწყობა [ვიდეო]](https://api.stv.ge/uploads/2025/05/WhatsApp-Image-2025-05-30-at-13.26.15_d12241c6-960x540.jpg)