ევროსაბჭოს კვლევის თანახმად დისკრიმინაციის შემთხვევებზე პოლიციისადმი ნდობა მაღალია

ევროპის საბჭომ წარმოადგინა კვლევა, რომელიც პროექტის „დისკრიმინაციის, სიძულვილით მოტივირებული დანაშაულისა და სიძულვილის ენის წინააღმდეგ ბრძოლა საქართველოში“ ფარგლებში ჩატარდა.
კვლევა ევროსაბჭოს დაკვეთით კვლევითმა ორგანზიაცია CRRC-იმ 2018 წლის ივნისი-სექტემბრის პერიოდში ჩაატარა.
ევროპის საბჭოს მიერ წარმოდგენილი კვლევის თანახმად სიძულვილის ენის ან სიძულვილით მოტივირებული დანაშაულის მსხვერპლთა ყველაზე დიდი ნაწილი (49%) სწორედ პოლიციას მიმართავდა, ხოლო მედიასაშუალების მიერ სიძულვილის ენის გავრცელებს შემთხვევებში გამოკითხულთა ნახევარი (50%) კვლავ პოლიციას შეატყობინებდა.
ევროსაბჭოს მიერ დაკვეთილმა კვლევამ აჩვენა, რომ მოქალაქეთა უმრავლესობა სამართლებრივი დაცვის არსებულ მექანიზმებში ყველაზე დიდ ნდობას პოლიციას და შინაგან საქმეთა სამინისტრო უცხადებს.
ანგარიში მოიცავს ქვეყნის მასშტაბით წარმომადგენლობითი კვლევის, სიღმისეული ინტერვიუებისა და ფოკუსჯგუფების შედეგებს.




