ალექსანდე მოწერელია ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის პედაგოგებს შეხვდა

სამეგრელო-ზემო სვანთის გუბერნატორი, ალექსანდრე მოწერელია სკოლამდელ სააღმზრდელო დაწესებულებათა თანამშრომლებსა და სკოლების პედაგოგებს შეხვდა. გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე გუბერნატორმა პედაგოგებს რეგიონის განვითარების საკუთარი ხედვა გააცნო.
პედაგოგებმა მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებულ კონკრეტულ ბაღებსა და სკოლებში ინფრასტრუქტურის მოწესრიგება ითხოვეს. ალექსანდრე მოწერელიამ აღნიშნა, რომ სკოლამდელი ასაკისა მოზარდებისა და სკოლის მოსწავლეების განვითარების ხელშეწყობა მისი პრიორიტეტია.
,,პედაგოგიური საქმიანობა, პასუხისმგებლობასთან ერთად, მეტად შრომატევადია და მინდა გაგიზიაროთ, რომ ვაფასებ თქვენ ღვაწლს. ერთობლივი შრომით ჩვენ შევძლებთ, რომ პროგრესულად მოაზროვნე ახალგაზრდები აღვუზარდოთ ქვეყანას.“ – აღნიშნა ალექსანდრე მოწერელიამ.
პედაგოგებს პარლამენტის მაჟორიტარმა დეპუტატმა, გიორგი გულორდავამაც მიმართა და განათლების სფეროში, ჩხოროწყუში დაგეგმილი პროექტები გააცნო.




