მარტვილის მუნიციპალიტეტში “ქართული ოცნების” ხელისუფლების პირობებში 5 ახალი ბაღი აშენდა, ხოლო 17 რეაბილიტირდა

მარტვილის მუნიციპალიტეტში “ქართული ოცნების” ხელისუფლების პირობებში 5 ახალი ბაღი აშენდა, ხოლო 17 რეაბილიტაცია ჩაუტარდა. ასევე, აშენდა ბალდის, ინჩხურის, სერგიეთის, პირველი ნამიკოლაოს, აბედათის საბავშვო ბაღები.
ბაღების მშენებლობა-რეაბილიტაციისთვის სულ დაიხარჯა 1 103 208 ლარი.ამასთან, კურზუს ადმინისტრაციულ ერთეულში აშენდა დაწყებითი საჯარო სკოლა, რომლის ღირებულებამ 443 599 ლარი შეადინა. სამშენებლო სამუშაოები შპს „ელ ჯორჯია“-მ შეასრულა.
ამ ეტაპზე მიმდინარეობს ნაგებერაოს საჯარო სკოლის მშენებლობა. პროექტის ფარგლებში აშენდება სრულიად ახალი თანამედროვე სტანდარტების სკოლა, რომელიც 120 მოსწავლეზეა გათვლილი. პროექტის ღირებულება 2 638 019 ლარს შეადგენს, სამშენებლო სამუშაოებს შპს „ქართული სამშენებლო ჯგუფი“ ასრულებს.
საჯარო სკოლის მშენებლობა 2018 წლის ბოლომდე დასრულდება.
მსგავსი სიახლეები

ჩხოროწყუში “ქართული ოცნების” ხელისუფლების პირობებში 7 ახალი ხიდი აშენდა, ხოლო 8 რეაბილიტირდა

მარტვილში “ქართული ოცნების” ხელისუფლების პირობებში საფეხბურთო სკოლის საწვრთნელი ბაზა გაიხსნა


