მარტვილში “ქართული ოცნების” ხელისუფლების პირობებში საფეხბურთო სკოლის საწვრთნელი ბაზა გაიხსნა

მარტვილის მუნიციპალიტეტში “ქართული ოცნების” ხელისუფლების პირობებში საფეხბურთო სკოლის საწვრთნელი ბაზა და ხელოვნურსაფარიანი მოედანი გაიხსნა. საფეხბურთო სკოლის ბაზის მშენებლობა 2015 წელს დაიწყო და ეტაპობრივად მიმდინარეობდა.
შენობის გადახურვის სამუშაოები ადგილობრივი ბიუჯეტით 183 817 ლარით დაფინანსდა. საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის დაკვეთით ევროპის საინვესტიციო ბანკმა ბაზის რეკონსტრუქცია 728 000 ლარით, ხოლო ხელოვნურსაფარიანი მოედნის მშენებლობა 1 230 836 ლარით დააფინანსა.
საფეხბურთო სკოლის ბაზის გახსნასთან ერთად საფუძველი ჩაეყარა „დინამოსთან“ თანამშრომლობას. საფეხბურთო სკოლასთან ერთად ფუნქციონირებას დაიწო „დინამო თბილისის“ აკადემია.




