მარტვილში 2013 – 2018 წლებში 109,2 კილომეტრი გზა დაიგო, რომლის ღირებულებამ 30 440 190 ლარი შეადგინა

მარტვილში “ქართული ოცნების” ხელისუფლების პირობებში, 2013 – 2018 წლებში 109,2 კილომეტრი გზა დაიგო, რომლის საერთო ღირებულებამ 30 440 190 ლარი შეადგინა. =როგორც მარტვილის მერიაში აცხადებენ, ამ ეტაპზე ქალაქ მარტვილისა და ნახუნაოს ადმინისტრაციულ ერთეულის დამაკავშირებელი საავტომობილო გზის ასფალტობეტონის საფარით მოწყობის სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს, რომლის ღირებულება 800 001 ლარს შეადგენს.
მერიის ინფორმაციით, პროექტის ფარგლებში დაიგება 3 357 მეტრი ასფალტობეტონის საფარი.
მარტვილში “ქართული ოცნების” ხელისუფლების პირობებში 2013 – 2018 წლებში დაიგო 109,2 კილომეტრი გზა , რომლის საერთო ღირებულებამ 30 440 190 ლარი შეადგინა.ამ ეტაპზე ქალაქ მარტვილისა და ნახუნაოს ადმინისტრაციულ ერთეულის დამაკავშირებელი საავტომობილო გზის ასფალტობეტონის საფარით მოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს, რომლის ღირებულება 800 001 ლარია და პროექტის ფარგლებში 3 357 მეტრი ასფალტობეტონის საფარი დაიგება.
პროექტით ასევე გათვალისწინებულია კიუვეტების, რკინა ბეტონისა და ლითონის მილების მოწყობა. პროექტის ღირებულება სამშენებლო სამუშაოებს შპს „ინდიკო“ ასრულებს.-ამასთან, ადგილობრივი მოსახლეობის მოთხოვნის საფუძველზე ქალაქ მარტვილში შიდა საავტომობილო გზების ასფალტობეტონის საფარით რეაბილიტაციის სამუშაოები ხორციელდება.
პროექტის ფარგლებში მოხდება თბილისის, შეროზიას და დადიანის ქუჩების რეაბილიტაცია. პროექტი საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდის და ადგილობრივი მუნიციპალიტეტის დაფინანსებით ხორციელდება და მისი ღირებულება 351 303 ლარს შეადგენს.




