stv-logostv-logo
თბილისი ...ზუგდიდი ...ფოთი ...სენაკი ...მარტვილი ...ხობი ...აბაშა ...ჩხოროწყუ ...წალენჯიხა ...მესტია ...სოხუმი ...გალი ...ოჩამჩირე ...გაგრა ...
USDUSD ... $EUREUR ... €GBPGBP ... £RUBRUB ... ₽TRYTRY ... ₺

Follow us on social media

FacebookTwitterInstagramTikTokYoutubeTelegram
მთავარი
სიახლეები
ამბები სამეგრელოდან
ამბები აფხაზეთიდან
ამბები სვანეთიდან
პოლიტიკა
ეკონომიკა

ბოლო ჩანაწერები

28 დეკემბერს ახალი წლის დღეების ფარგლებში ღონისძიებას ფოთი მასპინძლობს

28 დეკემბერს ახალი წლის დღეების ფარგლებში ღონისძიებას ფოთი მასპინძლობს

25 დეკემბერი

კატეგორიები

ამბები აფხაზეთიდან

113

ამბები სამეგრელოდან

1270

ამბები სვანეთიდან

75

არჩევნები

354

ახალი ამბები

4000

ბლიც ინტერვიუ

6

გალერეა

1

დღის ამბები

2103

დღის ფოტო

73

ეკონომიკა

103

ექსკლუზივი

197

ვიდეო

41

ვიდეო ამბები

58

ინტერვიუ

2

ისტორიული ამბები

17

კატეგორიის გარეშე

84

კომენტარი

35

კონფლიქტი

109

კრიმინალი

114

კულინარია

7

კულტურა

304

მთავარი ამბები

2029

მთელი კვირა

1

მსოფლიო

122

პოლიტიკა

883

ჟურნალისტი მოქალაქე

1

რეგიონი

4744

რეკლამა

696

საზოგადოება

140

სამართალი

153

სპორტი

210

სტატიის გამოქვეყნების წესები

1

სტიქია

73

სხვა ამბები

84

სხვა ისტორია

8

ფოტო

5

ფოტორეპორტაჟი

25

ყვითელი

43

ყვითელი ამბები

7

შემთხვევა

149

წარმატების ისტორია

8

ხალხის ხმა

2

ჯანდაცვა

8

დღის ამბები

ფოთის მერი: „მინდა მადლობა გადავუხადო საქართველოს პრემიერ-მინისტრს, ბატონ ირაკლი კობახიძეს, დამატებით გამოყოფილი ფინანსური რესურსებისთვის, რომელმაც შესაძლებლობა მოგვცა განგვეხორციელებინა მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული პროექტები“

ხობის კულტურის სასახლეში სპექტაკლის პრემიერა გაიმართა

რუხის რესპუბლიკურ საავადმყოფოში არითმოლოგიის მაღატექნოლოგიური სევისი ამოქმედდა

სამინისტრო: ექსპორტირებულია 23.8 მლნ აშშ დოლარის ღირებულების 5.7 ათასი ტონა დაფნის ფოთოლი

სამინისტრო: 20 ათას ტონაზე მეტი ციტრუსი ექსპორტირებულია

STV Logo

საინფორმაციო სააგენტო STV მკითხველს სთავაზობს ამომწურავ და მიუკერძოებელ ინფორმაციას სამეგრელოსა და აფხაზეთის რეგიონებში განვითარებული ფაქტებისა და მოვლენების შესახებ. ვაშუქებთ ყველა ამბავს რომელიც დაკავშირებულია ამ ორ რეგიონთან. ჩვენი გუნდის მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულობა, დაბალანსებული და ობიექტური ინფორმაციის მიწოდება მკითხთხველისთვის.

Follow us on social media

FacebookTwitterInstagramTikTokYoutubeTelegram

შეტყობინების გაგზავნა

© 2025 STV.GE. All rights reserved.

რეგიონი

ალექსანდრე მოწერელია: ჩვენ შევძლებთ აფხაზეთში მცხოვრები ახალგაზრდების დაინტერესებას, მოზიდვას და ადგილობრივ მოსახლეობასთან ინტეგრაციას

16.11.2018 / 16 ნოემბერი 2018
ალექსანდრე მოწერელია: ჩვენ შევძლებთ აფხაზეთში მცხოვრები ახალგაზრდების დაინტერესებას, მოზიდვას და ადგილობრივ მოსახლეობასთან ინტეგრაციას

სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორი ალექსანდრე მოწერელია ოკუპირებულ აფხაზეთთან ახლოს მდებარე, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საზღვრისპირა სოფელ რუხში ინოვაციების ცენტრის გახსნის ცერემონიას დაესწრო. სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორი და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები მაქსიმალურად არიან ჩართული რეგიონის ეკონომიკური განვითარების პროცესში.

რუხის ინოვაციური ცენტრის პროექტი მათი აქტიური მხარდაჭერით განხორციელდა. რუხის ტექნოპარკის გახსნის მიზანია, ადგილობრივმა მოსახლეობამ, კერძო კომპანიებმა და ადგილობრივმა მთავრობამ საკუთარი ბიზნესსაქმიანობის განვითარებისთვის გამოიყენონ აქამდე რთულად ხელმისაწვდომი ტექნოლოგიები და მიიღონ საჭირო ცოდნა, როგორც ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სფეროში, ასევე, მეწარმეობის განვითარების მიმართულებით.

„სამეგრელოში ეს უკვე მეორე ინოვაციების ცენტრია. აქ, რუხში, ე.წ. საზღვართან ახლოს, ინოვაციური ცენტრის გახსნას უდიდესი მნიშვნელობა აქვს, რადგან ამით ჩვენ შევძლებთ აფხაზეთში მცხოვრები ახალგაზრდების დაინტერესებას, მოზიდვას და ადგილობრივი მოსახლეობასთან ინტეგრაციას. გარდა ამისა, ეს ცენტრი ხელს შეუწყობს სამეწარმეო და ბიზნესმოტივაციების ზრდას, რაც, ასევე, ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნის ეკონომიკის განვითარებისთვის“,- განაცხადა ალექსანდრე მოწერელიამ.

ღონისძიებას, ასევე, ესწრებოდნენ: ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ლაშა მიქავა და ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ავთანდილ კასრაძე. ახალ ცენტრში პროგრამირების, დიზაინის, მეწარმეობისა და სხვადასხვა ბიზნესმიმართულების ტრენინგები ჩატარდება.

რეგიონის ახალგაზრდებს შესაძლებლობა ექნებათ, სახელმწიფოს მხარდაჭერით, თავიანთი ინოვაციური იდეები განავითარონ და რეალურ ბიზნესად აქციონ. ინოვაციების ცენტრი განთავსებულია სოფელ რუხის ევროპული სტანდარტებით აღჭურვილ და სავაჭრო ცენტრ “რუხი მოლში”, რომელიც ენგურის ხიდიდან 600 მეტრში მდებარეობს და „საპარტნიორო ფონდმა“ ააშენა.

მრავალფუნქციური ცენტრი 2016 წელს გაიხსნა. ე.წ. საზღვრის მიღმა მცხოვრებ მოსახლეობას საშუალება აქვს, სავაჭრო ცენტრის მრავალფუნქციური სერვისით ისარგებლოს. ტექნოპარკის გახსნა რუხის სავაჭრო ცენტრს კიდევ ერთ მნიშვნელოვან ფუნქციას შესძენს და ე.წ. საზღვრის მიღმა მცხოვრებ მოსახლეობას ინოვაციური ტექნოლოგიების გამოყენებით საინტერესო ბიზნეს პროექტების განხორციელების საშუალებას მისცემს.

ეს არის მეშვიდე ინოვაციური ცენტრი, რომელიც 2016 წლიდან დღემდე საქართველოში გაიხსნა. 2016 წლის 4 ოქტომბერს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტომ ქალაქ ზუგდიდში მეორე ტექნოლოგიური პარკი გახსნა.

წინა პოსტი

სალომე ზურაბიშვილმა აფეთქების შედეგად დაშავებული პირები მოინახულა

შემდეგი პოსტი

თეა წულუკიანი – ვაშაძე თვითონ არის სსრკ-ს გადმონაშთი, რომელსაც არაფერი აკავშირებს თანამედროვე საქართველოსთან

STV Logo
რედაქტორიSTV.GE

Follow us on social media

FacebookTwitterInstagramTikTokYoutubeTelegram

მსგავსი სიახლეები

ალექსანდრე მოწერელია: ჩვენ წელს გვაქვს ძალიან მაღალი ეკონომიკური აქტივობა და შეგვიძლია ვიფიქროთ მეორე ეტაპზე – თხილის, როგორც კულტურის შემდგომ გაადგილებაზე და გაზრდილ მოსავალზე

ალექსანდრე მოწერელია: ჩვენ წელს გვაქვს ძალიან მაღალი ეკონომიკური აქტივობა და შეგვიძლია ვიფიქროთ მეორე ეტაპზე – თხილის, როგორც კულტურის შემდგომ გაადგილებაზე და გაზრდილ მოსავალზე

ალექსანდრე მოწერელია აბაშაში აფხაზეთიდან დევნილ და ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდა

ალექსანდრე მოწერელია აბაშაში აფხაზეთიდან დევნილ და ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდა

ალექსანდრე მოწერელია: ერთად შრომით ჩვენ მივაღწევთ საქართველოსა და ჩვენი რეგიონის წარმატებას

ალექსანდრე მოწერელია: ერთად შრომით ჩვენ მივაღწევთ საქართველოსა და ჩვენი რეგიონის წარმატებას